სფფ-ის მენეჯმენტის კიდევ ერთი წარმომადგენელი უეფას კომიტეტში
22 ივნისს, ნიონში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში, სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, კომიტეტის წევრის რანგში პირველად მიიღო მონაწილეობა.
განახლებული ინფრასტრუქტურა პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა
საქართველოში გასამართი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან დავით მუჯირთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ირაკლი ქარსელაძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან დავით ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი ქუთაისში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ქუთაისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი დაათვალიერა.
ირფფ-ს რიგითი XIV ყრილობა
29 მაისს ქ. ქუთაისში, ჩატარდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის რიგითი XIV ყრილობა, შემდეგი დღის წესრიგით :
1. დღის წესრიგის დამტკიცება;
2. პრეზიდენტის მოხსენება;
3. ირფფ-ს 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
4. დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა.
დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
‘Cleaner Air, Better Game’ – უეფას საერთაშორისო კამპანია
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც ამ ზაფხულს საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, განახლდება უეფას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“.