საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი ქუთაისში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ქუთაისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი დაათვალიერა.
ირფფ-ს რიგითი XIV ყრილობა
29 მაისს ქ. ქუთაისში, ჩატარდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის რიგითი XIV ყრილობა, შემდეგი დღის წესრიგით :
1. დღის წესრიგის დამტკიცება;
2. პრეზიდენტის მოხსენება;
3. ირფფ-ს 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
4. დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა.
დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
‘Cleaner Air, Better Game’ – უეფას საერთაშორისო კამპანია
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც ამ ზაფხულს საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, განახლდება უეფას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“.
ფიფას ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების პირველი გამოცდა
19 აპრილს, სფფ-ის ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების განყოფილების ორგანიზებით, სასტუმრო ჰილტონში, ფიფას ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების პირველი გამოცდა გაიმართა.
ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმარსრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ლევან კობიაშვილმა 40 ხმა მიიღო.