საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ლევან კობიაშვილი უეფას აღმასკომის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას




საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, 2023 წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა



ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ფინალურ სტადიაზე გასული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. 
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. 

უეფას მასობრივი ფეხბურთის კონფერენცია მადრიდში



13 სექტემბერს, მადრიდში უეფას მასობრივი ფეხბურთის კონფერენცია გაიხსნა. 

კონფერენციის მონაწილეებს უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა და უეფას ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელმა ფრენკ ლუდოლფმა მიმართეს. სიტყვის გამოსვლისას ხაზი გაესვა მასობრივი ფეხბურთის ახალ წესდებას, რომელიც განვითარების ახალ სტანდარტებს დააწესებს. 

სტრატეგიული განვითარების გეგმა | 2022-2026



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, უეფასთან თანამშრომლობით 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა შეიმუშავა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.

დოკუმენტში ასახულია კონკრეტული მიზანი, ღირებულებები, ნაბიჯები და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი საქართველოში. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა გასული ხუთი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და პროცესში წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ანალიზი. 

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე




21 ივლისს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. 

ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში




სლოვაკეთში მიმდინარე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი მსაჯები მესამე მატჩს განსჯიან.