ქართველი მსაჯები ევროტურნირებზე
22 ივლისს ლატვიის ქალაქ იურმალაში ევროპის კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა გოგა კიკაჩეიშვილის ხელმძღვანელობით მოემსახურება. ლატვიის „რიგა FS"-ისა და უნგრეთის „პუშკაშის" მატჩზე გოგა კიკაჩეიშვილს ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯად კი ირაკლი ხერხაძე იმუშავებს.
დებიუტი ევროთასებზე - ირაკლი კვირიკაშვილი მთავარი არბიტრის რანგში
15 ივლისს ლიეტუვის ქალაქ მარიამპოლეში, კონფერენს ლიგაზე ერთმანეთს კაუნასის „ჟალგირისი" და გიბრალტარის „ევროპა" დაუპირისპირდებიან. უეფა-ს გადაწყვეტილებით, ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი გოგა კიკაჩეიშვილია.
უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ლონდონში
11 ივლისს, ევრო 2020-ის ფინალის დაწყებამდე, ლონდონში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი იღებდა.
ფეხბურთის გამაერთიანებელ ძალას შეუძლია ბარიერების დამსხვრევა და თემების აშენება
უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წევრი ასოციაციების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს სტატია მიუძღვნა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამ მიმართულებით სფფ-ის მუშაობა გამორჩია.
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებენ
6 ივნისს სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანაში, 2021 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უეფას გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილია.
სფფ-ის 31-ე ყრილობა სასტუმრო შერატონში გაიმართა
31 მაისს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 31-ე ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან წინა ყრილობიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებზე და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.