საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

GFF Awards 2021



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

პირველად ისტორიაში ქართველ არბიტრს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა



ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი პირველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო



საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმის ჩამოყალიბებას იწყებს, რომელიც 4 წლიან პერიოდზე იქნება გათვლილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უეფა გროუს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ფიფას ონლაინ სამიტში მიიღეს მონაწილეობა


30 ოქტომბერს ფიფას ორგანიზებით ონლაინ სამიტი გაიმართა, რომელშიც სხვა წევრი ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა საქ
რთველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მიიღეს.

ზემო საზანოში საფეხბურთო მოედანი განახლდა



სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზემო საზანოში საფეხბურთო მოედანი განახლდა.

ქუთაისში სფფ-ის იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

3 2

21 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, ლევან კობიაშვილმა, კახა ჭუმბურიძემ, ალექსანდრე იაშვილმა, აკაკი ალადაშვილმა და ზაზა ზამთარაძემ ქუთაისში იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. პროექტის დეტალებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი, ზაზა ლომინაძე, იმერეთის რეგიონის ვეტერან ფეხბურთელებთან და საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.