100 დღე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე - ღონისძიებები მასპინძელ ქალაქებში
13 მარტს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, ტურნირის მასპინძელ ქალაქებში უკუთვლის საათი ჩაირთვება.
ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
დაინტერესებულ მხარეებთან მრავალწლიანი ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, 2022 წლის 16 დეკემბერს ფიფამ დაამტკიცა ფეხბურთის აგენტების დებულებები, რომელიც ძალაში 2023 წლის 9 იანვრიდან შევიდა.
სფფ-ს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს
4 თებერვალს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გამართულ სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე, დელეგატებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს.
თეონა სტურუა ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა
ქართველი მსაჯი, თეონა სტურუა, ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა. სტურუა ფიფას 2023 წლის სიაში პირველი ქართველი ქალი მთავარი მსაჯია, რაც უფლებას აძლევს საერთაშორისო შეხვედრები იმსაჯოს.
სფფ ფიფას ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების პროცესს იწყებს
დაინტერესებულ მხარეებთან მრავალწლიანი ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, 2022 წლის 16 დეკემბერს ფიფამ დაამტკიცა ფეხბურთის აგენტების დებულებები, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის 9 იანვრიდან.