საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

„ავთანდილ წვერავას" სახელობის ტურნირი 2021..

 

დღეს, 21 ნოემბერს ს.კ „იმერის“ სტადიონზე დასრულდა ქუთაისის „ტორპედოს'' ვეტერანი ფეხბურთელის 
„ავთანდილ წვერავას"  სახელობის ტურნირი  U-11 (2010 წ.დ.) შორის.

ტურნირი გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით.
ტურნირების ჩატარებას ორგანიზებას უწევდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია.

დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ : ირფფ-ს პრეზიდენტი ბ-ნი დავით რუხაძე, ირფფ-ს გენერალური მდივანი  გივი ბაბუნიძე, ირფფ-ს საშეჯიბრო მენეჯერი ნუგზარ რუსიშვილი, ირფფ-ს სამსაჯო მენეჯერი გიორგი კიკაჩეიშვილი, ვეტერანი ფეხბურთლები, ბატონები: ავთანდილ წვერავა, ვლადიმერ ჭყონია, გიორგი გოგიაშვილი, დავით ჯანაშია, მიხეილ ჩხარტიშვილი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ტურნირის პრიზიორების და გამორჩეული ფეხბურთლების დაჯილდოვებაში.

 
ავთანდილ წვერავას " სახელობის ტურნირის U-11 (2010 .) შორის პრიზიორები:

I ადგილი - „სამტრედია" სამტრედია (მწვრთნელები ო. ზაქარეიშვილი, ლ. მეგენეიშვილი)
II ადგილი - „ტორპედო" ქუთაისი (მწვრთნელები დ. ჯანაშია, მ. მანაგაძე)
III ადგილი - „იმერი" ქუთაისი (მწვრთნელები გ. გურული, დ. ხაბურძანია)


ტურნირის
გამორჩეული ფეხბურთელები:

1.ტურნირის აღმოჩენა - ალექსი ცხვარაძე („სამტრედია” სამტრედია)
2.მაყურებლის სიმპატია - ალექსი ბრეგაძე („იმერი"ქუთაისი)
3.ტექნიკური ფეხბურთელი- ალექსი გოგიაშვილი („იმერი" ქუთაისი)
4.პერსპექტიული ფეხბურთელი - თემური ნუცუბიძე („ტორპედო" ქუთაისი)
5. საუკეთესო მეკარე - ბესიკ ბებია („სამტრედია" სამტრედია)
6.საუკეთესო მცველი - გიორგი ჩიხლაძე („იმერი"ქუთაისი)
7.საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკოლოზ მანაგაძე („ტორპედო" ქუთაისი)
8.საუკეთესო თავდამსხმელი - ირაკლი კობრავა („ტორპედო" ქუთაისი)
9.საუკეთესო ბომბარდირი - სანდრო  შენგელია („სამტრედია" სამტრედია)
10.საუკეთესო ფეხბურთელი - გიგი ხორხომელიძე  („მართვე" ქუთაისი)

  • გადასვლები: 1025