U-17 -- იმერეთის 2025 წლის ღია ჩემპიონატი (2008-2009 წ.დ. რამაზ შენგელიას"სახ.თასი, 19 გუნდი)
თამაშები ჯგუფებში ჩატარდება ორ წრედ. გათამაშების ფინალურ ეტაპზე ,,ა“ და ,,ბ“ ჯგუფის პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნები შექმნიან ექვსგუნდიან ,,ზედა ჯგუფს“, სადაც მათ შეჰყვებათ მხოლოდ ურთიერთშორის ნათამაშები შედეგები. თამაშები ჩატარდება ორ წრედ — მოპირდაპირე ჯგუფის სამ გუნდთან.
,,ა“ და ,,ბ“ ჯგუფის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილოსნები შექმნიან ექვსგუნდიან ,,შუა ჯგუფს“, სადაც მათ შეჰყვებათ მხოლოდ ურთიერთშორის ნათამაშები შედეგები. თამაშები ჩატარდება ორ წრედ — მოპირდაპირე ჯგუფის სამ გუნდთან.
,,ა“ და ,,ბ“ ჯგუფის მეშვიდე და შემდეგ ადგილებზე გასული გუნდები შექმნიან ,,ქვედა ჯგუფს“, სადაც თამაშები ჩატარდება ერთ წრედ — გუნდები მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულიდან.
U-15 -- იმერეთის 2025 წლის ღია ჩემპიონატი (2010 წ.დ. ჯუმბერ ხაჟალიას" სახ.თასი, 14 გუნდი)
პირველ ეტაპზე თამაშები ჩატარდება ერთ წრედ. მეორე ეტაპზე პირველი ექვსეული შექმნის ,,ზედა ჯგუფს“, სადაც თამაშები ჩატარდება ორ წრედ — გუნდები მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულიდან. მეშვიდე და შემდეგ ადგილებზე გასული გუნდები შექმნიან ,,ქვედა ჯგუფს“, სადაც თამაშები ჩატარდება ერთ წრედ — გუნდები მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულიდან.
U-14 -- იმერეთის 2025 წლის ღია ჩემპიონატი (2011 წ.დ. „როინ კვასხვაძის" სახ.თასი, 24 გუნდი)
თამაშები ჯგუფებში ჩატარდება ორ წრედ. გათამაშების ჩემპიონის გამოსავლენად ფინალურ მატჩში ,,ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი შეხვდება ,,ბ“ ჯგუფის პირველადგილოსანს, ხოლო გათამაშების მესამე ადგილოსანის გამოსავლენად ,,ა“ ჯგუფის მეორეადგილოსანი შეხვდება ,,ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს. თამაშები ჩატარდება ირფფ-ს მიერ შერჩეულ მოედანზე, მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში დაინიშნება პენალტების სერია.
U-13 იმერეთის 2025 წლის ღია ჩემპიონატი (2012 წ.დ. „გივი ნოდიას" სახელობის თასი, 22 გუნდი)
თამაშები ჯგუფებში ჩატარდება ორ წრედ. გათამაშების ჩემპიონის გამოსავლენად ფინალურ მატჩში ,,ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი შეხვდება ,,ბ“ ჯგუფის პირველადგილოსანს, ხოლო გათამაშების მესამე ადგილოსანის გამოსავლენად ,,ა“ ჯგუფის მეორეადგილოსანი შეხვდება ,,ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს. თამაშები ჩატარდება ირფფ-ს მიერ შერჩეულ მოედანზე, მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში დაინიშნება პენალტების სერია.
U-12 -- იმერეთის 2025 წლის ღია ჩემპიონატი (2013 წ.დ. „გარი სორდიას" სახ. თასი, 22 გუნდი)
თამაშები ჯგუფებში ჩატარდება ორ წრედ (ქულები არ იწერება).
U-11 -- იმერეთის 2025 წლის ღია ჩემპიონატი (2014 წ.დ „მერაბ მეგრელაძის" სახ. თასი, 27 გუნდი)
გათამაშება ჯგუფებში ჩატარდება სამ წრედ (ქულები არ იწერება).
U-10 -- იმერეთის 2025 წლის ღია ჩემპიონატი (2015 წ.დ „ჯემალ ხერხაძის" სახ.თასი, 19 გუნდი)
გათამაშება ჯგუფებში ჩატარდება ორ წრედ (ქულები არ იწერება).