საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს. კომიტეტის მიზანია ფიფას წევრი ქვეყნების ასოციაციების მხარდაჭერა და ფეხბურთის განვითარება ყველა დონეზე. კომიტეტი ფიფას წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს, სადაც ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტები არიან მიწვეული. აღნიშნულ პოზიციას საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს.

უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული ქუთაისსა და სამტრედიაში



საქართველოში უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, 27 და 28 სექტემბერს, ორი ღონისძიება დასავლეთ საქართველოში გაიმართა. 

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან




უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან. 

21 ივნისს, 20:00 საათზე, პორტუგალიისა და ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მისი ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან. 

ქართველმა მსაჯებმა სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის ორ შეხვედრაზე იმუშავეს. 

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან



უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. 

12 ივნისს, 20:00 საათზე, პრესოვის ტატრან არენაზე უკრაინის ნაკრები დანიას დაუპირისპირდება. 

შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მისი ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან. 

სფფ-ის XXXV ყრილობა სასტუმრო რადისონში გაიმართა



4 ივნისს, თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში სფფ-ის XXXV რიგითი ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარსდგა. 

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ბილბაოში



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, UEFA-ს აღმასკომის წევრის რანგში, ბილბაოში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

?>