ზესტაფონელთა ნაბიჯი ნახევარფინალისაკენ
"დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე მორიგი მატჩი გაიმართა II ჯგუფში. წყალტუბოში "სამგურალი-2" ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს დაუპირისპირდა და 1:4 წააგო. ანგარიში წყალტუბოელებმა გახსნეს, მაგრამ საკუთარ კარში გატანილი გოლით. ზვიად ქუთათელაძის გაწვრთნილებმა გათანაბრება მალე შეძლეს (ბესო პატარიძე) და პირველი ტაიმიც ფრედ დასრულდა.
- გადასვლები: 3784
„ტორპედო-2“-მა ტურნირის მესამე მატჩიც მოიგო
ირფფ-ს მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე I ჯგუფის გუნდებს შორის "ტორპედო-2" და მარტვილის "სალხინო" ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში შეხვდნენ. საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ქუთათურები ამჯერად მიხეილ მახვილაძის გაწვრთნილი ფეხბურთელებით წარსდგნენ მეტოქის წინააღმდეგ. პირველ ტაიმში სერგო კუხიანიძისა და საბა ქვარიანის გატანილ გოლებს, მარტვილელმა ირაკლი ლაშქარავამ რეალიზებული 11-მეტრიანით უპასუხა და მატჩიც რიონისპირელთა მოგებით დასრულდა - 2:1.
- გადასვლები: 4082
„სამეგრელომ“ კვლავ მოიგო და პლეი ოფშია
ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე ჩხოროწყუს "სამეგრელო" პირველი გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაასრულა (უამინდობამ ტურნირის კალენდარში გარკვეული კორექტივები შეიტანა). გიზო შენგელიას გაწვრთნილმა გუნდმა, ბოლო მატჩში წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს 1:0 მოუგო.
- გადასვლები: 4391
„ტორპედო-2“-მა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა
იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების I ჯგუფში გუნდებმა ორი სრული ტური ჩაატარეს. დასკვნით მატჩში საღორიას საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ტორპედო-2"-მა ჩხოროწყუს "ლესიჭინეს" 3:2 მოუგო და ბოლო ტურში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
- გადასვლები: 3565
„სამეგრელომ“ წყალტუბოში იმარჯვა
15 თებერვალს, "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებამ წყალტუბოში გადაინაცვლა. II ჯგუფში, ჩხოროწყუს "სამეგრელო" ადგილობრივ "სამგურალი-2"-ს 26 მაისის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დაუპირისპირდა და 2:1 მოუგო.
- გადასვლები: 3624
მეგრული დერბი იმერეთში
"დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების პირველი დღის მეორე მატჩში ერთმანეთს ჩხოროწყუს "ლესიჭინე" და მარტვილის "სალხინო" დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი მარტვილელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მათ მისი გოლში ასახვა ვერ შეძლეს. მატჩის მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცვალა. მომენტებს მეტწილად ჩხოროწყუელები ქმნიდნენ, თუმცა ანგარიში მაინც არ შეცვლილა - 0:0.
14 თებერვალი. ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა. 13:00 საათი. 100 მაყურებელი.
"ლესიჭინე" (ჩხოროწყუ) – "სალხინო" (მარტვილი) 0:0
"ლესიჭინე": სასტარტო - ირაკლი სიორდია, ბესო დარსალია, ბექა ოყუჯავა, ირაკლი შანავა, ირაკლი ხვიჩია, ირაკლი ასათიანი, გიზო სიჭინავა, თენგიზი ჭალაღონია, გიორგი ცაავა, გიორგი ფარღავა, გიზო ხორავა (კაპ.);
სათადარიგოები - ტატო ჩქვანავა, გოგა იზორია, ილია იზორია, გიორგი სორდია, მოგელი ბაბილუა, თენგო ჯომიდავა.
მთავარი მწვრთნელი: ერემია ციმაკურიძე.
"სალხინო": სასტარტო - გიორგი კობეშავიძე (კაპ.), თეიმურაზ ჩხეტია, გიორგი ქაჯაია, ოთო ბერიშვილი, გოგა ქვარცხავა, ევგენი ქაჯაია, ლაშა ქიქავა, გიორგი ოდიშარია, გიორგი დარჯანია, ცოტნე ხელაია, ნიკა ჩალგაზია;
სათადარიგოები - გუგა გვილავა, ლაშა სურმავა, ბაჩო ჯიჯელავა, მათე გაბელია, ირაკლი ლაშქარავა, ლადო ახალაია, ირაკლი ჯანჯღავა.
მთავარი მწვრთნელი: გალაქტიონ ჭუბაბრია.
გაფრთხილებები: ხვიჩია (42), ხელაია (50), ახალაია (55).
მსაჯები: ბექა კუნჭულია (ქუთაისი), ალექსანდრე თავაძე (სამტრედია), ბექა ქევანიშვილი (ქუთაისი).
- გადასვლები: 3604