საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი კონგრესს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრის სტატუსით დაესწრო. ქართულ დელეგაციას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე იაშვილი და ზაზა ზამთარაძე წარმოადგენდნენ.
უეფას კონგრესის ფარგლებში ორგანიზაციის 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს წარუდგინეს გასული ფინანასური წლის ანგარიში. კონგრესმა ასევე დაამტკიცა 2026/27 ფინანსური წლის ბიუჯეტი. განახლდა კომიტეტების შემადგენლობა, მათ შორის, აღმასრულებელ კომიტეტის წევრად აირჩიეს FIFPRO Europe-ის წარმომადგენელი.
კონგრესამდე, 11 თებერვალს, ბელგიის დედაქალაქში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სფფ-ის პრეზიდენტმა წევრმა ლევან კობიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. 12 თებერვალს, 21:00 ბრიუსელი ასევე უეფას ერთა ლიგის 2026/27 სეზონის წილისყრა გაიმართება.
უეფას მომდევნო, 51-ე კონგრესი 2027 წლის 4 მარტს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.

