გოგა კიკაჩეიშვილი ლატვიაში, „რიგასისა“ და ჩრდილოეთ მაკედონიის „ვარდარის“ შეხვედრის მთავარი არბიტრი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება. მატჩი 28 ივლისს, რიგაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
30 ივლისს, დანიაში, „ნორშელანისა“ და შვედური „გაისის“ შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ავაზაშვილი იქნება. ქართველი მსაჯი მატჩს გიორგი ელიკაშვილთან, გოჩა ტარუაშვილთან და ირაკლი ხერხაძესთან ერთად განსჯის. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
30 ივლისს, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, მოსტარში, „ჟრინსკისა“ და ისლანდიური „ვალურის“ შეხვედრის მთავარი არბიტრი ალეკო აფციაური იქნება. მას ასისტენტობას დავით ჩიგოგიძე და ზვიად ბლიაძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ცოტნე სამსონაშვილი იქნება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

