საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან



20 აგვისტოს, ქართველი მსაჯები უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის მატჩზე იმუშავებენ.

ფინური ინტერ ტურკუს და დანიური კოპენჰაგენის შეხვედრას გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. ქართველ არბიტრს ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი ალეკო აფციაური. 

შეხვედრა ფინეთში, ქალაქ ტურკუში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

?>