მემორანდუმის ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწვრთნელთა განათლების ეროვნულ, D სერტიფიკატის კურსს ჩაატარებს. აღნიშული სერტიფიკატი მწვრთნელთა განათლების სისტემაში პირველი საფეხური იქნება და მისი გავლა სავალდებულო იქნება იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც პროფესიული საფეხბურთო გამოცდილება არ გააჩნიათ.
D სერტიფიკატის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ 6-დან 9 წლამდე ასაკის ჯგუფებთან და სწავლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უეფას C ლიცენზიის კურსზე გააგრძელონ. უეფას C ლიცენზიის კურსზე დაშვების კუთხით გამონაკლისი გათვალისწინებული იქნება განსაკუთრებული პროფესიული საფეხბურთო გამოცდილებისა და სტაჟის მქონე საფეხბურთო სფეროს წარმომადგენლებისთვის.
მწვრთნელთა განათლების ეროვნული D სერტიფიკატის კურსზე დასარეგისტრირებლად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

