საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა



ფიფას პირველი კატეგორიის ქართველმა არბიტრებმა, გიორგი ყრუაშვილმა და გოგა კიკაჩეიშვილმა, ჟენევაში გამართულ უეფას მსაჯთა ყოველწლიურ წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა.

 

ევროპული საკლუბო სეზონის ძირითადი ბადის დაწყებამდე ჩატარებულ  ღონისძიებაზე 92 მამაკაცი და 61 ქალი მსაჯი შეიკრიბა. მონაწილეებმა თამაშის წესებში ახალი სეზონისთვის შეტანილი ცვლილებები და VAR-ის მუშაობის განახლებული სტანდარტები განიხილეს.

შეკრების ფარგლებში მსაჯებმა ასევევ ფიზიკური მომზადების ტესტები გაიარეს. განსაკუთრებული ყურადღება კი VAR-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ სესიებს დაეთმო. 

?>