უეფას ჩემპიონთა ლიგა
• 2028 — მიუნხენი
• 2029 — ბარსელონა
უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა
• 2028 — ლიონი
• 2029 — კარდიფი
უეფას ევროპა ლიგა
• 2028 — ბუქარესტი
• 2029 — ბელგრადი
უეფას კონფერენს ლიგა
• 2028 — ტურინი
• 2029 — ბუდაპეშტი
უეფას სუპერთასი
• 2027 — ამსტერდამი
• 2028 — ასტანა
ამასთან ერთად, 2027 წლის უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს შვეიცარიის ქალაქი ბილი უმასპინძლებს.
აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე დაამტკიცა ცვლილებები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ლიგებს შორის აღზევება-დაქვეითების სისტემაში. ცვლილებები მიზნად ისახავს ახალ ფორმატზე ეტაპობრივ გადასვლას — 2028/29 წლების სეზონიდან უეფას ერთა ლიგა ოთხის ნაცვლად სამი ლიგისგან იქნება შემდგარი.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომა 7 დეკემბერს, ბელფასტში გაიმართება. ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას უმასპინძლებს.
ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი 2023 წლიდანაა. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფას ფეხბურთის კომიტეტსა და ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს.

