საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
15 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ სხდომაზე უეფას საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძელი ქალაქები დასახელდა.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
•⁠ ⁠2028 — მიუნხენი
•⁠ ⁠2029 — ბარსელონა

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა

•⁠ ⁠2028 — ლიონი
•⁠ ⁠2029 — კარდიფი

უეფას ევროპა ლიგა

•⁠ ⁠2028 — ბუქარესტი
•⁠ ⁠2029 — ბელგრადი

უეფას კონფერენს ლიგა

•⁠ ⁠2028 — ტურინი
•⁠ ⁠2029 — ბუდაპეშტი

უეფას სუპერთასი

•⁠ ⁠2027 — ამსტერდამი
•⁠ ⁠2028 — ასტანა

ამასთან ერთად, 2027 წლის უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს შვეიცარიის ქალაქი ბილი უმასპინძლებს.
აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე დაამტკიცა ცვლილებები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ლიგებს შორის აღზევება-დაქვეითების სისტემაში. ცვლილებები მიზნად ისახავს ახალ ფორმატზე ეტაპობრივ გადასვლას — 2028/29 წლების სეზონიდან უეფას ერთა ლიგა ოთხის ნაცვლად სამი ლიგისგან იქნება შემდგარი.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომა 7 დეკემბერს, ბელფასტში გაიმართება. ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას უმასპინძლებს.
ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი 2023 წლიდანაა. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფას ფეხბურთის კომიტეტსა და ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს.

 

?>