ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

29 სექტემბერს, ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან.
C ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრები ესტონეთს უმასპინძლებს. მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.
ბულგარეთისა და ესტონეთის შეხვედრა პლოვდოვში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
