საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

უეფას მწვრთნელთა განათლების გადამზადების კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას ლიცენზირებული მწვრთნელების გადამზადების (Refresh) კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო.

C, B, A, Pro და მეკარეების B ლიცენზიის გადამზადების კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, ვისი ლიცენზიის მოქმედების ვადა უკვე ამოიწურა ან მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. 

C და B ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის სარეგისტრაციო ფორმა 23 ნოემბერს დაიხურება, ხოლო A, Pro და მეკარეებს B ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის - 30 ნოემბერს. გადამზადების კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. 

კურსების ჩატარების ღირებულება და თარიღები

  • C ლიცენზია - 100 ლარი | 7-8 დეკემბერი
  • B ლიცენზია - 250 ლარი | 9-10 დეკემბერი
  • A ლიცენზია - 500 ლარი | 14-15 დეკემბერი
  • PRO ლიცენზია - 1000 ლარი | 17-18 დეკემბერი
  • მეკრეების B ლიცენზია - 250 ლარი | 22-23 დეკემბერი
?>