საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები ქუთაისში.


23-24 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების და იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით ქუთაისში, ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართა.


ორ დღიანი სწავლება, როგორც თეორიულ (ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ისე პრაქტიკულ („ტორპედო" ქუთაისის ბაზა) ნაწილს მოიცავდა და მასში მონაწილეობა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში მომუშავე 58-მა მწვრთნელმა მიიღო.გადამზადების შედეგად თითოეული მათგანი უეფას კატეგორიის C ლიცენზიას მიიღებს, რაც მწვრთნელებს საშუალებას მისცემს საკუთარი საქმიანობით მთელი ევროპის მასშტაბით დაკავდნენ.
შეგახსნებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი იყო სრულიად უფასო.

?>