საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

„Ateitis CUP''-ის მე-3 პრიზიორი - „ტორპედო'' ქუთაისი U-13 (2009 წ.დ.)



ამა წლის 21-23 იანვარს ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი „Ateitis CUP" U-13 (2009 წ.დ.) შორის,
რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქუთაისის ტორპედოს (მთ. მწვრთნელი - რატი ჩიხლაძე) ასაკობრივმა გუნდმა.

თავის ჯგუფში ქუთაისის „ტორპედომ" დაამარცხა ვილნიუსის გელეჟინის ვილკასი 3-1, საფეხბურთო კლუბი ატმოსფერა მაჟეიკიაი 1-0,
ფრედ 0-0 ითამაშა ტარტუს ტამეკასთან და დაიკავა პირველი ადგილი ჯგუფში.

მეოთხედფინალში ქუთაისის „ტორპედო" შეხვდა თბილისის „საბურთალოს" თანატოლებს, დაძაბული შეხვედრა დარულდა ფრედ 0-0,
ხოლო პენალტების სერიაში გამარჯვება წილად ხვდა ქუთაისის „ტორპედოს" 4-1.

ნახევარფინალში ქუთაისის „ტორპედოს" მეტოქე იყო კიევის ლოკომოტივი.
კიევის ლოკომოტივმა დაამარცა ქუთაისის „ტორპედო'' 3-0.

ტურნირის ბოლო შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოს" გუნდმა მე-3 ადგილისათვის გამართა კაუნასის ჟალგირისის საფეხბურთო აკადემიის გუნდთან.
ძირითადი დრო დასრულდა 0-0, ხოლო პენალტების სერიაში გაიმარჯვა ქუთაისის „ტორპედოს" თანატოლებმა, ანგარიშით 4-3.

საერთაშორისო ტურნირზე დაწესებული ინდივიდუალური პრიზებიდან - ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზი მიიღო ლუკა მამასახლისმა.

?>