საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

U-13 („გივი ნოდიას" სახელობის თასი) გამარჯვებული სამტრედიის „სამტრედია"



ა/წ 19 ნოემბერს, ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში, იმერეთის ღია ჩემპიონატში გამოვლინდა U-13 („გივი ნოდიას" სახელობის თასი) პრიზიორები.

მე-3 ადგილის გამოსავლენად ერთმანეთს შეხვდენენ „ა" ჯგუფის მე-2 ადგილოსანი „ქუთაისის" ქუთაისი და „ბ" ჯგუფის, ასევე მე-2 ადგილოსანი ზესტაფონის „მარგვეთი 2006". შეხვედრა დასრულდა ზესტაფონის „მარგვეთი 2006"-ს გამარჯვებით ანგარიშით 1-0.

ამის შემდეეგ, გაიმართა შეხვედრა პირველი ადგილისათვის, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ „ა" ჯგუფის პირველადგილოსანი ხაშურის „ივერია" და „ბ" ჯგუფის პირველადგილოსანი სამტრედიის „სამტრედია".  
დაძაბული შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 2-0 სამტრედიის „სამტრედია“-ს სასარგებლოდ, რომელიც გახდა „გივი ნოდიას“ სახელობის თასის მფლობელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ U-13 („გივი ნოდიას" სახელობის თასი) პრიზიორები დააჯილდოვა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა  დავით რუხაძემ და საშეჯიბრო  მენეჯერმა ნუგზარ რუსიშვილმა, რომლებმაც გადასცეს ფეხბურთელებს შესაბამისი თასები, მედლები და სიგელები.

U-13 („გივი ნოდიას" სახ. თასი) პრიზიორები:
1.„სამტრედია" სამტრედია (მთ.მწვრთნელი ო. ზაქარეიშვილი, მწვრთნელი ლ. მეგენეიშვილიი)
2.„ივერია" ხაშური (მთ. მწვრთნელი. ვ. გელაშვილი, მწვრთნელი ბ. ვეშაპიძე)
3.„მარგვეთი 2006" ზესტაფონი  (მთ. მწვრთნელი ი. მესხი, მწვრთნელი ა. კიკნაძე)

?>