მე-3 ადგილის გამოსავლენად ერთმანეთს შეხვდენენ: „ტორპედო 1“ ქუთაისი - „მართვე“ ქუთაისი, რომელიც დასრულდა „მართვე“-ს გამაჯვებით ანგარიშით 2-1. რაც შეეხება მატჩს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ა“ ჯგუფის გამარჯვებული ქუთაისის „ქუთაისი“ და „ბ“ ჯგუფის გამარჯვებული სამტრედიის „ლოკომოტივი“, ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში 4-3 ქუთაისის „ქუთაის“-მა გაიმარჯვა, რომელიც გახდა „როინ კვასხვაძის“ სახელობის თასის მფლობელი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ U-14 („როინ კვასხვაძის" სახელობის თასი) პრიზიორები დააჯილდოვა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რუხაძემ, ირფფ-ს გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ და საშეჯიბრო მენეჯერმა ნუგზარ რუსიშვილმა, რომლებმაც გადასცეს ფეხბურთელებს შესაბამისი თასები, მედლები და სიგელები.
U-14 („როინ კვასხვაძის" სახ. თასი) პრიზიორები:
1.„ქუთაისი" ქუთაისი (მთ.მწვრთნელი რ.ცუცქირიძე, მწვრთნელი თ. გოჩოლეიშვილი, მწვრთნელი გ. ცუცქირიძე)
2.„ლოკომოტივი" სამტრედია (მთ. მწვრთნელი. ნ. ჭიქაშუა, მწვრთნელი ლ. თვალაბეიშვილი)
3.„მართვე" ქუთაისი (მთ. მწვრთნელი ა. მუშკუდიანი)