საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ქუთაისში მსაჯებმა ტესტირება გაიარეს

13 მარტს, ლიგა 3-ს დაწყებასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით (სფფ-სთან შეთანხმების შემდეგ) ქუთაისში მსაჯთა პრაქტიკული და თეორიული ტესტირებები ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების 21 მსაჯი, რომელთაგან 9 ახალი სეზონის წინ პირველად გადიოდა შემოწმების აღნიშნულ ეტაპებს.

სამწვრთნელო ლიცენზიების მსურველთა საყურადღებოდ!

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ B და C სამწვრთნელო ლიცენზიების მოპოვების მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაში.

ვასილ ტროიანი - 70

18 თებერვალს, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაში შეკრებილმა ვეტერანებმა, წარსულში ცნობილი თავდამსხმელის ვასილ ტროიანის 70 წლის იუბილე აღნიშნეს. იდეის განხორციელება, ასევე ყოფილმა ფეხბურთელმა კახა არსენიძემ ითავა.

13 თებერვალს სფფ-ს აღმასკომის სხდომა გაიმართება

alt

13 თებერვალს, 11:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება სხდომის დღის წესრიგი:

1. საქართველოს 2017 წლის XXIX ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXVIII გათამაშების დებულების დამტკიცების შესახეებ;
2. 15, 17 და 19 წლამდელთა ასაკობრივი ლიგების 2017 წლის გათამაშების დებულების დამტკიცების შესახებ;
3. 2017 წლის ეროვნული ლიცენზირების პროცესის შესახებ;
4. სხვადასხვა

?>