საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ჯიმშერ ვერულაშვილის სახელობის ტურნირი U-10

 

დეკემბერს დასრულდა  „ჯიმშერ ვერულაშვილის"  სახელობის  ტურნირი  U-10 (2014.შორის.

ტურნირი გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით.
ტურნირის ჩატარებას ორგანიზებას უწევდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია.

 დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ : ირფფ-ს პრეზიდენტი დავით რუხაძე, ირფფ-ს გენერალური მდივანი  გივი ბაბუნიძე, ირფფ-ს საშეჯიბრო მენეჯერი ნუგზარ რუსიშვილი, ირფფ-ს სამსაჯო მენეჯერი გიორგი კიკაჩეიშვილი,  ვეტერანი ფეხბურთელები: გელა კიკალეიშვილი, გიზო ბრეგვაძე, რამაზ სანიკიძე, სევერიან ტყეშელაშვილი, შალვა გაბუნია, ვალერი ლილუაშვილი,  რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ტურნირის პრიზიორების და გამორჩეული ფეხბურთლების დაჯილდოვებაში.

ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ, მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე გუნდებს, სკოლებისა და კლუბის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, ირფფ-ს თანამშრომლებს  და განსაკუთრებული მადლობა ყველა მონაწილე ფეხბურთელებს, და წარმატებები უსურვა მათ.  

ჯიმშერ ვერულაშვილის" სახელობის ტურნირის U-10 (2014 .) შორის  პრიზიორები:

I ადგილი - „სერვალი" ქუთაისი (მწვრთნელი - თამაზი ბაბუნაშვილი)
II ადგილი - „მარგვეთი 2006“ ზესტაფონი    (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე)
III ადგილი - „სამტრედია" სამტრედია  (მწვრთნელები: ლ. მეგენეიშვილი, ო. ზაქარეიშვილი)

ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები:

1.ტურნირის ტექნიკური ფეხბურთელი - ნიკოლოზ კვირიკაშვილი (მთ. მ. ფუტკარაძე ,,მარგვეთი 2006“ ზესტაფონი)
2. საუკეთესო მეკარე - ნიკოლოზ გუნიავა  (მთ. მწვრთნელი მ. ფუტკარაძე „მარგვეთი 2006“ ზესტაფონი) 
3.საუკეთესო მცველი -  კახაბერ გიორგაძე (მთ. მწვრთნელი თ. ბაბუნაშვილი, „სერვალი" ქუთაისი)
4.საუკეთესო ნახევარმცველი - ლუკა არქანია (მთ. მწვრთნელი ლ. მეგენეიშვილი, „სამტრედია" სამტრედია )
5.საუკეთესო თავდამსხმელი - ლაზარე ახვლედიანი (მთ. მწვრთნელი მ. ჯავახაძე, „აია 2023" ქუთაისი)
6.საუკეთესო ბომბარდირი - ილია ხმელიძე (მთ. მწვრთნელი თ. ბაბუნაშვილი, „სერვალი" ქუთაისი)
7.საუკეთესო ფეხბურთელი - დემეტრე შვანგირაძე  (მთ. მწვრთნელი თ. ბაბუნაშვილი  „სერვალი" ქუთაისი )

 

  • გადასვლები: 295
?>