ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ფიფას ონლაინ სამიტში მიიღეს მონაწილეობა
30 ოქტომბერს ფიფას ორგანიზებით ონლაინ სამიტი გაიმართა, რომელშიც სხვა წევრი ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მიიღეს.
ზემო საზანოში საფეხბურთო მოედანი განახლდა
სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზემო საზანოში საფეხბურთო მოედანი განახლდა.
ქუთაისში სფფ-ის იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს
21 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, ლევან კობიაშვილმა, კახა ჭუმბურიძემ, ალექსანდრე იაშვილმა, აკაკი ალადაშვილმა და ზაზა ზამთარაძემ ქუთაისში იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. პროექტის დეტალებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი, ზაზა ლომინაძე, იმერეთის რეგიონის ვეტერან ფეხბურთელებთან და საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ქართველი მსაჯები ევროტურნირებზე
22 ივლისს ლატვიის ქალაქ იურმალაში ევროპის კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა გოგა კიკაჩეიშვილის ხელმძღვანელობით მოემსახურება. ლატვიის „რიგა FS"-ისა და უნგრეთის „პუშკაშის" მატჩზე გოგა კიკაჩეიშვილს ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯად კი ირაკლი ხერხაძე იმუშავებს.
დებიუტი ევროთასებზე - ირაკლი კვირიკაშვილი მთავარი არბიტრის რანგში
15 ივლისს ლიეტუვის ქალაქ მარიამპოლეში, კონფერენს ლიგაზე ერთმანეთს კაუნასის „ჟალგირისი" და გიბრალტარის „ევროპა" დაუპირისპირდებიან. უეფა-ს გადაწყვეტილებით, ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი გოგა კიკაჩეიშვილია.
უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ლონდონში
11 ივლისს, ევრო 2020-ის ფინალის დაწყებამდე, ლონდონში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი იღებდა.