GFF Awards 2025

27 დეკემბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2025 გაიმართა.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციაში 10-წლიანი მოღვაწეობის პერიოდი შეაფასა, ისაუბრა ქართული ფეხბურთის მთავარ მიღწევებზე, მათ შორის, ისტორიულ ევრო 2024-ზე, ახალგაზრდული, ფუტსალისა და ქალთა ნაკრებების პროგრესზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებებზე. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სფფ-ის გუნდი ახალი წარმატებებისთვის აგრძელებს მუშაობას.
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

მიმდინარე კვირაში ქართველი მსაჯები სამ საერთაშორის მატჩს მოემსახურებიან
ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისში UEFA GROW-ს სესია გაიმართა

20 ნოემბერს, თბილისში UEFA GROW-ს სტრატეგიული სესია გაიმართა. შეხვედრა სფფ-ის ოფისში დაიწყო, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, უეფას წარმომადგენლებს საქართველოს ნაკრების ფორმები გადასცა.
საქართველო ფიფას ტალანტების განვითარების სქემაში ჩაერთვება

საქართველო ფიფას პროგრამაში - ტალანტების განვითარების სქემაში FIFA TDS ჩაერთვება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თბილისსა და ქუთაისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონალური კოორდინატორი მარიანს პაჰარსი და ფიფას ტალანტების აღმოჩენის გლობალური ხელმძღვანელი სტეფენ მოროუ.
დავით მუჯირმა უეფას კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

მიმდინარე კვირას, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას განვითარების და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის მუშაობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
