შეხვედრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე
29 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა სპორტის საზოგადოებასთან სპორტის რეფორმა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილა.
შეხვედრა საფეხბურთო კლუბების, სკოლების და ირფფ-ს სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლებთან.
21 იანვარს, ქუთაისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში, ირფფ-ის (პრ-ტი დ. რუხაძე) ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა იმერეთის 2025 წლის ღია ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო სკოლების და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან.
გოგა კიკაჩეიშვილს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა
ქართველი არბიტრი, გოგა კიკაჩეიშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს.
ფიფას საერთაშორისო მსაჯების სია 2025 წლისთვის ცნობილია
ფიფამ დაადასტურა მსაჯთა სია, რომლებსაც 2025 წელს ფიფას მსაჯის სამკერდე ნიშნის ტარების უფლება ექნებათ.
ფეხბურთის განვითარების ისტორია, რომელიც წინ უძღვის ნაკრების წარმატებას - უეფას სტატია საქართველოს შესახებ
უეფას ჟურნალი The Technician ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობის და სფფ-ის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
ჯანი ინფანტინოს ვიზიტი თბილისში
13 ნოემბერს, თბილისში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ვიზიტი შედგა. ფიფას პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნები ესტუმრნენ, მათ შორის, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი.