საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

იმერეთის ღია ჩემპიონატი 2019

74266008 480870449198025 1346136359378616320 n 75316028 559935184808290 4242383972740366336 n

გუშინ, 14 ნოემბერს წყალტუბოში იმერეთის რეგიონალურმა ფეხბურთის ფედერაციამ დააჯილდოვა „რამაზ შენგელიას" სახელობის თასის გამარჯვებული

იმერეთის ღია ჩემპიონატი 2019

75552866 1824137514396595 6160275277734739968 n 73390770 459522091338323 1866686752136101888 n

ა.წ. 13 ნოემბერს იმერეთის რეგიონალურმა ფეხბურთის ფედერაციამ ქუთაისის „ტორპედო"-ს საწვრთნელ ბაზაზე დააჯილდოვა „როინ კვასხვაძის“ სახელობის თასის გამარჯვებული

C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები ქუთაისში.


23-24 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების და იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით ქუთაისში, ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართა.

სუპერთასი 2019 „ტორპედომ“ მოიგო

იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს
ს.კ. ,,ტორპედო" ქუთაისს საქართველოს სუპერთასის მოგებას
და უსურვებს 2019 წლის სეზონში წარმატებებს.

რეგიონული ლიგა ,, ა '' ჯგუფი

18 თებერვალს 13/00 სთ-ზე იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციაში შედგა შეხვედრა
დასავლეთ საქართველოს რეგიონული ლიგის "" ჯგუფის გუნდების წარმომადგენლებთან,
რის შემდეგ დადგინდა პირველი ეტაპის კალენდარი.

„ივერია“ მე-2 ადგილოსანი

8 დეკემბერს, იმერეთის რეგიონალურმა ფეხბურთის ფედერაციამ (პრეზიდენტი დავით რუხაძე) ხაშურში დააჯილდოვა ადგილობრივი „ივერიას"(მწვრთნელი ვ. გელაშვილი) ჭაბუკთა გუნდი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა U-17 (2001-2002 წ.დ შორის) „რამაზ შენგელიას" სახელობის თასის გათამაშებაში და მათ გადაეცათ თასი, შესაბამისი მედლები და დიპლომები.

ირფფ-ში გამორჩეული ფეხბურთელების დაჯილდოვება

5 დეკემბერს, იმერეთის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციაში დაჯილდოვდნენ U-11 (2007 წ.დ შორის) „მერაბ მეგრელაძის" სახელობის თასის გათამაშების გამორჩეული ფეხბურთელები:

1.საუკეთესო მეკარე - გურამი ჩხიკვაძე („მარგვეთი 2006", მწვრთნელი. დ. ხუჯაძე)
2.საუკეთესო მცველი - ლაშა მამფორია („მართვე"ქთ, მწვრთნელი. გ. კუხიანიძე)
3.საუკეთესო ნახევარმცველი - თორნიკე მაჭარაშვილი („ჩიხურა", მწვრთნელი. რ.ხახიშვილი)
4.საუკეთესო თავდამსხმელი - რომან ვაჩეიშვილი („სამტრედია", მწვრთნელი. ლ. მეგენეიშვილი)
5.საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი ბენდელიანი („ტორპედო", მწვრთნელი. ა. კვერნაძე)

პრიზიორთა დაჯილდოვება

3 დეკემბერს იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციამ ზესტაფონში დააჯილდოვა ადგილობრივი „მარგვეთი 2006" -ის ჭაბუკთა გუნდი (მწვრთნელი მ. ღონღაძე), რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა U-12 (2006 წ.) შორის „გარი სორდიას" სახელობის თასზე, შემდეგ კი ჭიათურაში ადგილობრივი „სპორტული სკოლის" გუნდი (მწვრთნელები: მ. ქაშაკაშვილი, ა. თაბაგარი), რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა U-15 (2003 წ.) შორის „ჯუმბერ ხაჟალიას "სახელობის თასის გათამაშებაში. ორივე გუნდს გადაეცა თასები, შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები.

„მართვე“ ქუთაისი

27 ნოემბერს იმერეთის რეგიონალურმა ფეხბურთის ფედერაციამ დააჯილდოვა ქუთაისის „მართვე" (მწვრთნელი მ.ჯავახაძე), რომელმაც დაიკავა მეორე ადგილი „გარი სორდიას" სახელობის თასის გათამაშებაში U-12 (2006 წ.დ. შორის), მათ გადაეცათ თასი, შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები.

მე-3 ადგილოსანთა დაჯილდოვება

25-26 ნოემბერს იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციამ (პრეზიდენტი დ. რუხაძე) სამტრედიაში, ოზურგეთსა და ქუთაისში დააჯილდოვა სხვადასხვა გათამაშების მესამე ადგილოსნები: ,,როინ კვასხვაძის" სახელობის თასზე ,,სამტრედია" სამტრედია (მწვრთნწლები: ნ. ჩიგოგიძე და ს. გოგია), ,,ჯუმბერ ხაჟალიას" სახელობის თასზე ,,მერცხალი" ოზურგეთი (მწვრთნელი ვ. ჩხაიძე) და ,,გივი ნოდიას" სახელობის თასზე ,,ტორპედო" ქუთაისი (მწვრთნელი ვ.მუშკუდიანი), რომლებსაც გადაეცათ თასები, შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები.

.

იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს საფეხბურთო კლუბ ,,ტორპედო" ქუთაისს დავით ყიფიანის სახელობის თასის დაუფლებას და უსურვებს მომავალ წელს ევროთასებზე წარმატებულ გამოსვლას.

ქობულეთის ,,შუქურა” U-12-ის ჩემპიონია

18 ნოემბერს ქ. ქუთაისში ,,კოლხიდას" სტადიონზე გაიმართა U-12 (2006 წ.დ. შორის) ,,გარი სორდიას" სახელობის თასის გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრა, სადაც მარტვილის ,,მერანი" მასპინძლობდა ქობულეთის ,,შუქურას", თამაში დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით 1-0. მიუხედავათ ამ მარცხისა ქობულეთის ,,შუქურა" ამ გათამაშების ჩემპიონი გახდა, შესაბამისად ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნუგზარ რუსიშვილმა ჩემპიონები დააჯილდოვეს შესაბამისი თასით, I - ლი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით.

ირფფ-ში გამორჩეული ფეხბურთელების დაჯილდოვება

16 ნოემბერს, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციაში დაჯილდოვდნენ U-10 (2008 წ.დ) "ჯემალ ხერხაძის" სახელობის თასის გათამაშების გამორჩეული ფეხბურთელები

1. საუკეთესო მეკარე - საბა ამაღლობელი ("სამტრედია", მწვრთნელი. ო. ზაქარეიშვილი)
2. საუკეთესო მცველი - მათე გაბრიაძე ("მართვე" ქთ, მწვრთნელი. გ.კუხიანიძე)
3. საუკეთესო ნახევარმცველი - საბა ჩხეტიანი ("ტორპედო", მწვრთნელი. რ. ჩიხლაძე)
4. საუკეთესო თავდამსხმელი - ცოტნე თოდაძე ("ჩიხურა", მწვრთნელი. ნ.გოგოლაძე)
5. საუკეთესო ფეხბურთელი - თემური ცეცხლაძე ("ქუთაისი", მწვრთნელი. გ.ცუცქირიძე)

U-17 „რამაზ შენგელიას“ მესამე ადგილოსანი

იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციამ (პრეზიდენტი დავით რუხაძე) დღეს, 16 ნოემბერს ბაღდათში დააჯილდოვა "საირმე" ბაღდათის (მწვრთნელი ი.ეხვაია) გუნდი, რომელმაც მოიპოვა მესამე ადგილი U-17 (2001-2002 წ.დ. შორის) "რამაზ შენგელიას" სახელობის თასის გათამაშებაში. ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნუგზარ რუსიშვილმა საპატიო მესამე ადგილის შესაბამისი თასი, მედლები და დიპლომები გადასცენ გამარჯვებულ გუნდს.

,,ტორპედო” ქუთაისი

ქუთაისის ,,ტორპედომევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველ მატჩში ფარერის კუნძულების ,,ვიკინგურსუმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას განმეორებით შეხვედრაში 

,,ჩიხურა” საჩხერე

იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს ს.კ.,,ჩიხურა საჩხერეს გამარჯვებას ,,ბეითარ”იერუსალიმთან და უსურვებს წარმატებებს ევროპალიგის შემდეგ ეტაპზე.

მეტი სტატია ...